დიდ დიღომში წყალდიდობაა. სოციალურ ქსელში თვითმხილველები ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, დატბორილი ქუჩა და მანქანები, რომელიც წყალს მიაქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში წყალდიდობის გამო სახლებიც დაიტბორა. შენობაში, სადაც ბერი ანდრიას ფონდია განთავსებული, წყალი შევარდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შენობაში სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან.