საზეიმო ღონისძიების დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა თითქოსდა, ბუდუ ზივივაძეს დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დიმა ობოლაძემ ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელში ამბობს, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ქონია. ობოლაძის თქმით, ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, თუმცა მან გადაიფიქრა და უარი განაცხადა.
„ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ-მეთქი და არაო.
რა ბუდუს ვუთხარი?! რას იგონებთ?! სისულელეა. თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების დასახვედრად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი ფეეხბურთელბის დასახვედრად.