დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო შემთხვევის დროს „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლიდან, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაჩერებული იყო, მგზავრები გადმოჰყავთ და მეორე მატარებელში გადაჰყავთ.
ინფორმაციისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.