
სამეგრელოში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. მათივე ცნობით, უამინდობის გამო 9 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, ხოლო საბავშვო ბაღებში ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს.
გუბერნიის ინფორმაციითვე, ელექტროენერგია 20-მდე სოფლის აბონენტების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება და ადგილზე აქტიურად მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.