global distribution
გარე ავეჯი

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც "ბიზნესთაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულის აივანზე გაჩნდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო დახმარების  ჯგუფები არიან მობილიზებულნი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზიამ ეტაპზე უცნობია.

169