დღეს, 19 მაისს, 13:50 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსეთიდან პირველი თვითმფრინავი დაჯდება. რეისს: მოსკოვი-თბილისი უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია Azimuth Airways-ი შეასრულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს საპროტესტო აქციით დახვდებიან. მოძრაობა "დროას" ორგანიზებით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას დაიწყებენ.
აქციას შეუერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.