საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა.
„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.