
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში დღეს, პირველ მარტს გაიმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის გაიმართება.
აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ა.შ.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.