ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, რის გამოც მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომების მიღებაზე იმსჯელებს.
„ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძებები. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი. გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იყოს დამატებითი მიდგომა. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან აქტიური ჩართულობა, რომ მოხდეს დროული შეკავება ვირუსის, ინფექციის გავრცელების“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანასი უკვე აქტიური ინფიცირების მაჩვენებელი 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, დღეს კოვიდ-საბჭო შეიკრიბება და დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს.