თეთრი სახლი, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მხარეები თანხმდებიან, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.
„ჩვენ, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა გამოავლინეს, რომ დაძაბულობის პერიოდშიც კი, მათ შეუძლიათ პროგრესის მიღწევა ჩვენს საერთო მიზნებზე, რათა უზრუნველყონ პროგნოზირება სტრატეგიულ სფეროებში, შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები და ბირთვული ომის საფრთხეები. New START-ის ხელშეკრულების გაგრძელება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა მოხდეს. ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად იწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.