როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი ავადობა გვაქვს ქვეყანაში.
მისივე თქმით, დღეს დაწესებული შეზღუდვები იძლევა საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთა იყოს ნაკლები. სავალე ჰოსპიტლის ნოუჰაო არის კოვიდსასტუმროები, მაქსიმალურად კიდევ ფართოვდება კოვიდსასტუმროები. ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, ის, რაც მათ გადააქვთ წელიწადნახევარია. დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს 100 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – განაცხადა იმნაძემ.