12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 20 622 მოქალაქე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღიურად საშუალოდ 1200 ადამიანი იცრება, რაც ძალიან ცოტაა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალოდ აცრილთა რაოდენობა 1200-ია. ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებით, რაც გვჭირდება; საჭიროა ყოველდღიურად აიცრას 3000-მდე ადამიანი, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ და აპრილ-მაისში 250-დან 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი ადამიანი გვყავდეს.
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით დაიწყება ივლისში, როცა შესაბამისი დოზები გვექნება და მარაგში ნახევარი მლნ დოზა გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.