celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, თუ არ იქნება რადიკალური ზომები მიღებული და საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეიძლება დაიწყოს ვირუსის საყოველთაო გავრცელება.
 
„ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან თანდათან მეტად რთულდება. მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე, რასაც ინციდენტობას ვეძახით, გაზრდილია, თუ ეს მაჩვენებელი გვქონდა 2 კვირის წინ 9-10-ის ფარგლებში, დღეს ეს არის 16-17-ის ფარგლებში.
 
ასევე კუმულაციური ინციდენტობაც გაზრდილია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. გუშინ 24 საათში 14 ათასამდე ტესტი ჩატარდა და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა. აქტიური შემთხვევა 7017-ია. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,62; 7- დღიანი - 2, 51; ბოლო 30 დღის მიუახლოვდა 2%-ს. რეპროდუქციის პროცენტი ავიდა 1, 34-ზე, რაც ძალიან საგულისხმოა.
 
ყველა ეს ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გაუარესებულია. ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევები. ბოლო ორ კვირაში, წინა ორ კვირასთან შედარებით უფრო მეტი დადებითი შემთხვევაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი დღით გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ მივყევით რეკომენდაციებს, არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
1200