global distribution
გარე ავეჯი
დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინაციისთვის „სინოფარმით“ ასაცრელად რეგისტრაციის პორტალზე პრობლემები აღმოფხვრილია.
 
„პრობლემა აღმოფხვრილია და მოქალაქეებს რეგისტრაცია უპრობლემოდ შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
 
შეგახსენებთ: საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინა 2 ივლისს ჩამოვიდა. Booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა განმარტეს, ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განხორციელდა.
1246