2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან საგამოცდო ცენტრებში 93%-ზე მეტი გამოცხადდა.
"საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.