თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.  

 
იმ პირებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.  
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე პარტია, 43 000 დოზა 6 მაისს ჩამოვიდა. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.
1071