დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „დელტა შტამით“ ინიფიცრებულთა მაჩვენებელი გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, ე.წ. ინდური შტამი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. „პროგნოზირების მაჩვენებლით ვფიქრობთ, რომ 10-დან 20%-მდე მერყეობს ამ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. ეს იყო მოსალოდნელი. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად დაცვა იმ რეკომენდაციების, რაც ქვეყანაში არსებობს და მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ახლა მივდივართ ე.წ. ოქროს შუალედით, დანის პირზე გავდივართ. ერთის მხრივ, ზაფხულია, ეკონომიკა მეტად იხსნება, აუცილებელია, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია ყველა რეგულაცია-რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია დგას ერთ მსგავს მაჩვენებლებზე. არც იზრდება მაჩვენებლები და არც მცირდება, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.