აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.
დიპლომატის განცხადებით, აშშ მიესალმება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება [გვარამიას დაპატიმრებაზე – რედ.], რასაც მეგობრები აკეთებენ. ეს [შეწყალება] იყო პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, პრეზიდენტი დიდი პასუხისმგებლობით და სერიოზულობით უდგება ამ უფლებას. აშშ მიესალმება [გვარამიას] შეწყალებას. ეს საქმე თავიდანვე იყო პრობლემური. გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებისკენ და საზოგადოების გახლეჩვის“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.