აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.
NASA-ში აცხადებენ, რომ ასტეროიდის 138971 (2001 CB21) დიამეტრი დაახლოებით 1,3 კილომეტრია და ის ეიფელის კოშკზე ოთხჯერ მაღალია.
სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება.