ბორის ჯონსონი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაუყოვნებლივ გათიშონ რუსეთი SWIFT-დან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი twitter-ის გვერდზე წერს.
"შუადღისას, მე ვესაუბრე NATO-ს ლიდერებს და მოვუწოდე, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გათიშონ რუსეთი SWIFT-დან. ამით ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ზიანი მიადგება.
დიდი ბრიტანეთი დააწესებს დამატებით სანქციებს პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი წინააღმდეგ,"- წერს ბორის ჯონსონი.