შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დასავლეთი უნდა იყოს ერთიანი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ.
"ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად" - უთხრა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს G7-ის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.
"პუტინი თავიდანვე ფიქრობდა, რომ როგორღაც NATO და G7 დაიშლებოდა, თუმცა ჩვენ არ დავიშალეთ და არც ვაპირებთ", - თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, გერმანიაში G7-ის სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იქნება.