თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი

"რიონის ხეობის მცველების" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი არ გამორიცხავს პოლიციასთან დაპირისპირებასაც. 

 
"დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, იმიტომ, რომ 5-ჯერ დაგვარბიეს მთელი პროტესტის განმავლობაში. შესაბამისად, შესაძლებელია რაღაც მსგავსი მოხდეს. ჩვენ ამას არცერთ შემთხვევაში არ ვპროვოცირებთ, არ მიგვაქვს იერიში პოლიციაზე და გადასვლას არ ვცდილობთ არსად, ბარიკადს იქით. ჩვენ ვეცდებით მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რომ აღარ გაგრძელდეს სამუშაოები," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.  
 
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია აქციის მონაწილეების მხრიდან რკინის ჯებირების დაზიანებასთან დაკავშირებით. "რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ წუხელ მათ გაღიზიანება გამოხატეს და ბარიკადებს მცირე დაზიანება აქვს. მათ კარვები სამ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ერთ-ერთი არის კომპანია "ენკას" ბაზასთან. ჩაკეტილია გზა კომპანიის ტექნიკისთვის , რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 
1154