პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდ 19 მალე სეზონური გრიპივით იქნება და მისგან დასაცავად წელიწადში ერთხელ გავიკეთებთ ვაქცინას.
“დაპირებული კარგი ამბავი - რავი ამაზე 6 თვეზე მეტია ვსაუბრობ, კოვიდი იქნება ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით და წელიწადში ერთხელ გავიკეთებთ სეზონურ გრიპის/კოვიდის ვაქცინებს, ალბათ სექტემბერ/ოქტომბერში . მაგრამ უნდა გვახსოვდეს ეს იმ შემთხვევაში თუ გვექნება კარგი და უსაფრთხო ვაქცინები ხელმისაწვდომი “- წერს გიორგი ფხაკაძე.