საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, "ომიკრონი" საქართველოში უკვე დაფიქსირებულია.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კითხვით მიმართა, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში.
ამირან გამყრელიძემ BUSINESS TIME-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში “ომიკრონ” შტამი ამ დრომდე არ დადასთტურებულა.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის რამდენიმე საეჭვო შემთხვევებზე კვლევები მიმდინარეობს.
“ჯერ არ დადასტურებულა. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევები რამოდენიმე საეჭვო შემთხვევაზე”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.