global distribution
გარე ავეჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, მდგომარეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დღეს არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა.
 
„შეზღუდვებზე ბევრჯერ იყო მსჯელობა. მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკას პანდემიის გამო 14-15 ტრილიონი დოლარის დანაკარგი აქვს, ეკონომიკა ბევრგან გაჩერებულია. მდიდარი ქვეყნები, ვისაც საშუალება აქვთ უძლებენ და ამის გაკეთება ჩვენთან რთულია, დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად და როგორც შარშან გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, ისე უნდა ვმართოთ და ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ დღეს არსებული შეზღუდვების გარდა დამატებით შეზღუდვებზე დღეს საუბარი აღარ არის. ერთადერთი მთავარია, რომ იმის აღსრულება, რაც არის იყოს მაქსიმალური და არ გვინდა 200 კაციანი ქორწილები და სხვა სუფრები. თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან.
 
ინფიცირების დღევანდელ მაჩვენებლებს, 1 500 შემთხვევას ჯანდაცვის სექტორი მართავს. არ გვინდა, რომ ავიდეთ 2 000, 3 000 ათასზე და ამიტომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა ამირან გამურელიძემ.
2308