ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ფარგლებში, დამტკიცდა კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
რეგლამენტი ადგენს ძირითად უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა, გადატანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს, სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდა ნორმები, რომელთა დაცვაც სამუშაო ადგილზე სავალდებულოა.
რეგლამენტი სრულად ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: