jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, დანარჩენები კი რეგიონებში.  
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 078 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 598 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი.
 
 
1059