დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „ასტრაზენეკას“ „დაკარგულ“ ვაქცინებზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში განმარტავენ, რომ ვაქცინასთან მოხსენიებული "დანაკარგი" არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია.
„მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითადად, ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია - ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება.
არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა ასტრაზენეკა გაიკეთოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - აცხადებენ NჩDჩ-ში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც ვაქცინების მიწოდების პროცესს შეეხება უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზების გამოყენებაზე დღეს დეტალური პასუხის გაცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც სცადა.